სკოლა - ლიცეუმი მუშაობს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წლიური კალენდრის მიხედვით. განსხვავებულად ტარდება საგაზაფხულო (მარტის) და სააღდგომო არდადეგები, კერძოდ, სკოლა - ლიცეუმი ისვენებს აღდგომის ბრწყინვალე კვირაში მთლიანად, მარტის არდადეგების ნაწილობრივ შეკვეცის ხარჯზე. სკოლა - ლიცეუმი მუშაობს 5 დღიანი სამუშაო კვირით. სასწავლო პროცესი იწყება 09:00სთ - ზე. გაკვეთილებს შორის შესვენება 5 წუთიანია, დიდი დასვენება მე - 3 გაკვეთილის შემდეგ გრძელდება 20 წუთი.