ჩვენი სკოლა იზიარებს რა ინკლუზიური განათლების მიდგომებს, არის
დისკრიმინაციული დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის, კეთილგანწყობილი
გარემოს შექმნის ყველაზე ეფექტური მომხრე. ინკლუზიური განათლება ხომ
ინკლუზიური საზოგადოების ფორმირების აუცილებელი წინაპირობაა.
სწორედ
ინკლუზიური განათლების კონტექსტში ხდება შესაძლებელი, რომ სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა მიაღწიონ პროგრესს განათლებაში და
წარმატებულ სოციალურ ინტეგრაციას.
ჩვენი სკოლა დაინტერესებულია პედაგოგების უწყვეტი პროფესიული განვითარებით
და მომზადებით; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის
შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად;
სკოლას ჰყავს მოტივირებული პედაგოგები რომლებსაც უწყვეტი ურთიერთობა ექნებათ
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებთან და
უზრუნველყოფენ მშობელთა აქტიურ ჩართულობას და თანამონაწილეობას მათი
შვილების სწავლის პროცესში; სკოლა მმოწოდებულია უზრუნველყოს მისაწვდომი
ფიზიკური გარემოს შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენება. მათ მუშაობაზე
პასუხისმგებელია დირექტორის პირველი მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით
დარგში.
ინკლუზიური განათლება მოითხოვს მულტისისტემურ მიდგომას, რადგან გულისხმობს
სისტემურ მიდგომას საკითხისადმი. აღნიშნულ სისტემაში მოიაზრება: სკოლის
პედაგოგები, ადმინისტრაცია, მშობლები, არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი
თვითმართველობა, თემი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. აღნიშნული
სისტემების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიიღება წარმატებული ინკლუზია არა
მხოლოდ სკოლაში, არამედ საზოგადოებაში.
ამრიგად, სამუშაო სტრატეგიის შემუშავებისათვის განისაზღვრული გვაქვს
რამოდენიმე საკითხი:
დახმარების სფერო რომელშიც მოსწავლეს სჭირდება დახმარება
o აკადემიური უნარები
o გადაადგილება
o ტუალეტი, პირადი ჰიგიენა
o საკლასო რუტინა (საკლასო გარემოში განსაზღვრული პროცედურების
განხორციელებისათვის მისაღები ფორმების განსაზღვრება. მაგ: მისალმება,
გაკვეთილისთვის მომზადება, ნებართვის აღება, განცხადების გაკეთება)
o კვება
მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების შესაფერისი სწავლების ფორმატის
განსაზღვრება:
o მცირე ჯგუფი
o დიდი ჯგუფი
o ერთი-ერთზე სწავლება
o შერეული ასაკობრივი ჯგუფი
o ფიზიკურ გარემოში ცვლილების შეტანა
საგაკვეთილო პროცესის მოდიფიცირება
o ხშირი შესვენება აქტივობების ცვლით
o ფიზიკური განტვირთვა კლასში
o ფიზიკური განტვირთვა კლასის გარეთ
o მარტივი ინსტრუქციების მიცემა
o გაკვეთილის გეგმის თვალსაჩინოდ წარმოდგენა
o გაკვეთილზე მოსწავლისთვის ალტერნატიული აქტივობების დაგეგმვა
o საშინაო დავალებების ინსტრუქციების ალტერნატიული ფორმებით
მიწოდება
o დადებითი მყისიერი უკუკავშირის მიცემა
ოპტიმალური ბუნებრივი განათების უზრუნველყოფა;
განათება არ იწვევდეს ანარეკლს, თვალისმომჭრელშუქს,
ჩრდილებს (რამაც შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს მოსწავლეები);
განათება (ბუნებრივი თუ ხელოვნური) კონტროლდებოდეს ინდივიდუალური
საჭიროებების გათვალისწინებით
ოპტიმალური განათების უზრუნველყოფა საფრთხის შემცველ
ადგილებში, მაგალითად: კიბეზე;
სკოლის გარემოში სხვადასხვა ფერის გამოყენება განსხვავებული ადგილების
მისანიშნებლად;
თავიდან იქნეს აცილებული ძლიერი სიჭრელე.
კონტრასტული ფერების გამოყენება დეტალებზე ყურადღების
გასამახვილებლად
ავეჯის შერჩევისას გასათვალისწინებელია დიზაინის დეტალები ინდივიდუალური
საჭიროებებისთვის, ასევე:
ავეჯის ვიზუალური მხარე;
ხარისხი და გამძლეობა;
განლაგება;
ავეჯის კიდეების მაქსიმალური უსაფრთხოება
რაც მთავარია ნიკო ბაგრატიონის სკოლა- ლიცეუმს აქვს მზა პორტფოლიო
მსგავსი საშიროების მქონე მოსწავლისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ინკლუზიური
მოსწავლე სკოლას არ ჰყავს.
სკოლა - ლიცეუმის სტრატეგიული, სასკოლო - სასწავლო და სამოქმედო
გეგმების შემუშავების მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია:
თანამონაწილეობა - სტრატეგიული, სასკოლო - სასწავლო და სამოქმედო
დაგეგმვა თანამონაწილეობითი პროცესია და ხორციელდება სასკოლო
საზოგადოების ჩართულობით, რაც უზრუნველყოფილია პროცესების სამუშაო
ჯგუფის ფორმატში წარმართვით და დაინტერესებულ მხარეებთან
დოკუმენტების პროექტ(ებ)ის გაზიარებით.
სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინება
- სკოლა სტრატეგიული, სასკოლო - სასწავლო და სამოქმედო დაგეგმვის
პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს სასკოლო საზოგადოების წევრთა
მოლოდინს, რისთვისაც.
გამჭვირვალობა - სკოლა - ლიცეუმის სტრატეგიული, სასწავლო - სასკოლო და
სამოქმედო დაგეგმვის და მისი განხორციელების პროცესში მუდმივად ახდენს
ინფორმაციის გაზიარებას სასკოლო საზოგადოების წევრებთან და სხვა
დაინტერესებულ მხარეებთან, რითაც უზრუნველყოფს პროცესების
გამჭვირვალობას.
ანგარიშვალდებულება - სკოლა - ლიცეუმი ყოველწლიურად ამზადებს
სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს, ხოლო ყოველ 2 წელიწადში -
სტრატეგიული გეგმის შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის
საჯაროობას სკოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებით.
ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა
ხარისხის უზრუნველყოფის მიზნები :
1.სკოლაში პროცესების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმები
ხორციელდება სკოლის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
რომელიც გამოიყენება სკოლის მიერ შეთავაზებული სერვისების პერიოდული და
სისტემური შეფასებისა და მუდმივი განვითარებისთვის.
2. სკოლაში ხორციელდება პროცესებზე დაფუძნებული ხარისხის უზრუნველყოფის
სისტემა.