სკოლა - ლიცეუმი სასწავლო პროცესის წარმართვისათვის საფუძვლად იღებს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ საგნობრივ პროგრამებს. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საათების გამოყოფის გზით აძლიერებს მთელ რიგ მიმართულებებს. I – VI კლასებში 2 კვირეული საათის დატვირთვით ტარდება ქართული - ხალხური ცეკვის გაკვეთილები. სკოლას ყავს მოძღვარი, რომელიც კვირაში ერთხელ ატარებს საერთო სალიცეუმო შეკრებას (ე.წ. კატეხიზმო)