ლიცეუმის მისიაა: აღზარდოს განათლებული, მოაზროვნე, ფიზიკურად ჯანმრთელი, რაინდული სულისკვეთების მატარებელი თაობა, რომელიც გააგრძელებს ქრისტიანულ - ეროვნულ ტრადიციებს, ჰარმონიულად განავითარებს თანამედროვე ევროპულ ჰუმანიტარულ კონცეფციებს და გაამართლებს ქართული საზოგადოების მოლოდინს აღმზრდელობით საგანმანათლებლო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ლიცეუმი აყალიბებს ლიცეანტების მსოფლმხედველობას: ლიცეანტმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ერთიანობის, უძველესი ფასეულობების, კულტურის, ისტორიული ძეგლების, ეკოლოგიის, ენის დაცვისა და მოვლა - პატრონობის საქმეში.