დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
25 ოქტომბერი 2017

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა სამინისტროსა და ზოგადად პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე აქტივობები, ასევე, დონორი ორგანიზაციების მიმდინარე პროექტების განხორციელების სტატუსი და სამომავლო პერსპექტივები. დონორი ორგანიზების მიერ განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობის სფეროები და შესაძლებლობები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მნიშვნელოვანია დონორთა კოორდინაციის საკითხი და ეფექტური პარტნიორობა, რათა მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტები შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ განათლების სფეროში განსაზღვრულ პრიორიტეტებს.